კლანი გავლენიან მოსამართლეებს ერთგულებას უფასებს - ექსპერტები ვასილ მშვენიერაძეზე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს  ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის უკვე მეორედ განამწესეს. ბოლო 3 წლის განავლობაში მშვენიერაძემ, ასევე, მოასწრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის ხელმძღვანელობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობა. ის 2017 წლიდან უვადო მოსამართლე და ე.წ. კლანის ერთგული წევრად მოიხსენიება.

კლანი გავლენიან მოსამართლეებს ერთგულებას უფასებს - ასეთია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასება. 

"ეს პირდაპირ მიანიშნებს კლანურობაზე და მათ სტრატეგიაზე, რომ ის მოსამართლე მიიყვანონ სასამართლოში და დანიშნონ, რომელსაც ჩინჩალაძე 100%-ით ენდობა. ეს გაუკეთებს ყველანაფერს, მის დავალებებს 100%-ით შეასრულებს, სისტემა არის ჩინჩალაძის და მურუსიძის ხელში", - ამბობს ისუტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. 

ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" წევრი, კახა წიქარაშვილი ამბობს, რომ კლანს სანდო ადამიანებსი ჯგუფი ჰყავს, რომელსაც საჭირო დროს საჭირო პოზიციებზე ატრიალებს. გარდა თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისა, ამბობენ, რომ უზენაეს სასაამრთლოშიც, სადაც ახლა მოსამართლეთა შერჩევა მიმდინაროებს ისეთ კანდიდატებს დაამტკიცებენ, რომელიც გავლენიან ჯგუფს აწყობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი