
"თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას" – მთავარი არხის დამფუძნებლის მხარდამჭერი ბანერი სამოქალაქო აქტივისტებმა ფილარმონიასთან გადმოფინეს და ხელისუფლებას, 8 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, პოლიტპატიმრების, მათ შორის ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლებას თხოვენ.
" საქართველოში რომ არიან პოლიტპატიმრები, ეს დაადასტურა დასავლეთმა, ვითხოვთ დაუყონებლივ გათავისუფლებას გიორგი, რურუასი, ვინაიდან, ის დასავლეთის მიერ არის აღიარებული როგორც პოლიტპატიმარი, მინდა შევახსენო ჩვენს მთავრობას რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და მინდა მივულოცო, იმ ადამიანებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ ეს იქნება მათთვის ბოლო ახალი წელი საპყრობილეში" – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები
ფილარმონიასთან აქტივისტებს პოლიციელები ბანერის გადმოფენას უზღუდავდნენ და თხოვდნენ გადმოფენის ნაცვლად, ბანერი ხელში დაეჭირათ.
თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - 1 წელი გიორგი რურუას პოლიტპატიმრობიდან.