ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, პროექტისთვის "დოიჩე გრამაფონი", მომავალ წელს, გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინირებას ელოდება. – ამის შესახებ მან პირველად გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშნველოვანი 2020 წლის ნამუშევარი, აუდიო–ალბომი, რომელსაც უკვე უნდა მოყოლოდა მსოფლიო ტურნე, თუმცა სამწუხაროდ, გადაიდო, ნოსტალგიური ალბომი გამოვიდა და ძალიან ბევრი რეკორდი მოხსნა, ამაზონის და სხვადასხვა ინტერნეტპორტალების კვლევებმა აჩვენა, ალბომის მოსმენების და გაყიდვების რაოდენობამ, გადაასწრო წინა რეკორდს, რომელიც თავის დროზე მოხსნა, "სამი ტენორის" ცნობილმა გამოცემამ [ლუჩიანო პავაროტი და მეგობრები] ახლა მზადდება ძალიან დიდ და პრესტიჟულ პრემიებზე წარდგენა, როგორიც გრემია, დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი წლის ნომინაციას ველოდებით [გრემის] " – ამბობს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და გაეროს ფონდის ელჩი ნიკოლოზ რაჭველი.
ნიკოლოზ რაჭველი ასევე ამბობს, რომ პანდემიამ სიმფონიური ორკესტრის აქტიურობა – რეპეტიციები და კონცერტები შეაფერხა, ამიტომ არ გაიმართება ტრადიციული საახალწლო კონცერტიც.
გრემი, აშშ–ის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოა, რომელიც თანამედროვე მუსიკაში ერთერთი ყველაზე პრესტიჟულია.