თამარ ჟვანია, გაყალბებული ოქმი და ე.წ. გავრილოვის თვალსახვევი - საჩუქრები "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულ პარლამენტთან სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს.

თამარ ჟვანიას გამოსახულებით, გაყალბებული ოქმითა და ე.წ. გავრილოვის თვალსახვევით,  ახალგაზრდებმა ხელისუფლებას, გაყალბებული არჩევნები და გავრილოვის ღამე კიდევ ერთხელ შეახსენეს.

ჩამთვლილი რეკვიზიტები, ახალგაზრდების თქმით, ოცნების 8 წლიანი მმართველობის სიმბოლოა:

"ერთპარტიულ საბჭოთა პარლამენტს, მივულოცეთ დამდეგი ახალი წელი და "ოცნების" რვა წლიანი მმართველობის სიმბოლოები რაც გახდა, იმით დავასაჩუქრებთ, ეს არის გავრილოვის ღამის 20 ივნისის თვალსახვევით, როდესაც ანტისაოკუპაციო პროტესტის გამო ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, დიდი გაყალბებული ოქმი სადაც ჩანს მანიპულაციები, რითიც რეალურად ხელისუფლებაში დარჩნენ და საჩუქრად ისიც, რომ თამარ ჟვანია არის კრიმინალი და ძალიან მალე უნდა აგოს პასუხი" – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები

პარლამენტთან მობილიზებულმა პოლიციელებმა, სანტებს პარლამენტთან აღმართულ რკინის ღობეზე, წარწერის გაკეთების საშუალება არ მისცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი