პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს მთავარი ტრიბუნიდან თავდასხმების სერია მოაწყო. ირაკლი კობახიძემ ჯერ ქართულ ოცნებას პირობა, მისცა რომ ნაციონალური მოძრაობას დაამთავრებს და 2020-ში ეს პარტია ბევრად უფრო ნაკლებ მანდატს მიიღებს ვიდრე დღეს აქვს, ამის შემდეგ კი მთელი ოპოზიცია ილიას პოტენციურ მკვლელად გამოაცხადა.
ნაციონალური მოძრაობაც და ევროპული საქართველოც წყობიდან გამოსული კობახიძის ამ რეპლიკას სიცილით შეხვდნენ, რამაც ყოფილი თავმჯდომარე კიდევ უფრო გააბრაზა და ოპოზიციის ლიდერების ბებიები მოიკითხა.
ოპოზიციაზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირაკლი კობახიძემ სატელეფონო კონსულტაციები დაიწყო, თუმცა ვის ჩააბარა ანგარიში ამის შესახებ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს განმარტებები აღარ გაუკეთებია.
ამ მწვავე დაპირისპირების შემდეგ კი კენჭისყრის დრო დადგა, თუმცა ზუსტად სამ საათზე არჩილ თალაკვაძემ გამოაცხადა რომ ივანიშვილის პოლიტიკური დაპირების დასაკანონებლად საკთხს კენჭისყრაზე ვერ დააყენებდა, რადგან ოცნებაში ერთიანობა არ იყო და კონსულტაციები სჭირდებოდათ.
შესვენების დროს დეპუტატების ოთახში იმიტირებული ამბოხების მონაწილეები გიორგი ვოლსკიმ ინსტრუქტაჟისთვის გაიყვანა, პარალელურად თალაკვაძესთან სასაუბროდ ტრიბუნასთან ავიდნენ ოპოზიციის ლიდერები. ეს პროცესი 10 წუთს გაგრძელდა, ბოლოს შეკრებილებთან ვოლსკი მივიდა და უთხრა, რომ უმრავლესობაში ბუნტს ვერ ახშობდა და საკითხის კენჭისყრა უნდა გადაედოთ.
საკითხის გადადებას ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უმრავლესობაში არანაირი ამბოხება არ არის და ეს ბიძინა ივანიშვილის დადგმული შოუა, რომელსაც პროპორციული არჩევნების ჩატარება არ უნდა.
იმიტირებული ამბოხების სათავეში, ოთხი დეპუტატი დგას და მთელს ამ პროცესს, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი, დაჩი ბერაია და კახა ოქრიაშვილი მართავენ. ოთხიდან სამი დეპუტატი პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან.
დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ექიმი იყო და ივანიშვილი მას ყოველთვის შეუცვლელ თანამებრძოლად მოიხსენიებდა იყო.
დაჩი ბერაია ქართუ ბანკის კადრია. ის პარლამენტში ივანიშვილის ბანკიდან გადმოიყვანეს მანამდე კი ოლიგარქის ბიზნესში 12 წელი გაატარა.
რაც შეეხება ირაკლი შიოლაშვილს, ის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო გარემოცვის წევრია. შიოლაშვილი პოლიტიკაში, ე.წ. კახელების კლანის კვოტით მოხვდა და საპარლამენტო სიაშიც ის 2016 ირაკლი ღარიბაშვილმა ჩასვა.
ყველაფერი ხვალ, ისევ როსტომ მეფის სასახლეში გადაწყდება. რა დავალებას მისცემს ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებს, ეს დღის მეორე ნახევარში გაირკვევა, როდესაც ისტორიული კენჭისყრა გაიმართება.