"2021 წელს ხელისუფლება შეიცვლება" - ოპოზიცია 2020 წელს აფასებს

გამოქვეყნდა:

2021 წელს ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებითაც ხვდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით 2020 ძალიან მძიმე წელი იყო, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად და ასევე ეპიდემიის თვალსაზრისითაც. გასული წლის ერთერთ მთავარ მიღწევად კი, ოპოზიცია ერთობას ასახელებს. 

"მძიმე წელიწადი იყო ბევრი თვალსაზრისითაც, მაგრამ იყო ბევრი წარმატებაც მიღწეული, ერთერთი წარმატება იყო, რომ ოპოზიციამ მოახერხა და ერთიანობა არ მოარღვია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება 2021 წელს შეიცვლება, სხვა გზა უბრალოდ არ იქნება", - ამბობს "ენმ"-ს თავმჯდომარე ნიკა მელია 

"ჩვენ ეს წელიწადი დავიწყეთ პოლიტიკური დაპატიმრებებით. პანდემიამ, რომელმაც აბსოლუტური უკონტროლო სახე მიიღო და საბოლოო ჯამში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ერთპარტიული პარლამენტი. მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო ის, რომ ბოიკოტი შედგა", - თქვა გიგი უგულავამ 

"2020 წლის შეფასება ნაადრევია, მას შევაფასებთ 20221 წელს, როდესაც ხელისუფლებას გავისტუმრებთ პოლიტიკის მწვერვალებიდან, ძალაუფლებას დავუბრუნებთ ხალხს და ამ საარჩევნო სახელმწიფო გადატრიალების მავნე შედეგებს აღმოვფხვრით ხალხი და პოლიტიკური სპექტრიერთად. რაც ვერ გავაკეთეთ 2020, ვერ მოვიცილეთ ბიძინა ივანიშვილი, მოვცილებთ 2021-ში", - ამბობს შლავა ნათელაშვილი 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი