ოპოზიცია კიდევ უფრო რთულ 2021 წელს ელოდება - პოლიტიკოსები 2020 წელს აჯამებენ და ამბობენ, რომ ორი მთავარი კრიზისი კორონავირუსი და გაყალბებული არჩევნები იყო.
"ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის, რომ მთლაიანად ჩამოშლილია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი დაავადებულები სახელწმიფომ ერთი-ერთზე შეატოვა ჩვენ გმირ ექიმებს, რომლებიც ერთი-ერთზე ებრძვაინ ამ მძიმე დაავადებას და მათ ზურგს არ უმაგრებს სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემა. მეორე, პოლიტიკური ნაწილი 31 ოქტომბერს იყო უმძიმესი, როცა ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი", - თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოეგაბა ხელისუფლება გონს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
"მივიღეთ, სამწუხაროდ, რაც ვერც წარმოგვედგინა, კომუნისტური, ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნება საბოლოოდ გაფორმდა, როგორც კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მოწინააღმდეგე", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი.
"ლელოს" წევრი, საბა ბუაძის თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 ისე დასრულდა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.
2021 წელს ოპოზიცია მაინც ელოდება ცვლილებებს და მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნების ჩატარებას ტოვებს.