კელი დეგნანი და აშშ-ს ყოფილი ელჩები საქართველოს ახალ წელს ვიდეო მიმართვით ულოცავენ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. სპეციალურ ვიდეო მიმართვაში მან ყოფილი ელჩები და საელჩოს ყოფილი თანამშრომლებიც ჩართო. 

"ეს წელი მთელ მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან ბევრი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით  გაკეთება შეგვიძლია ერთად. COVID-19 ხელს ვერ შეგვიშლის! ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა",- ამბობს კელი დეგნანი საახალწლო მილოცვაში.

ელჩი აღნიშნავს, რომ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაც ის საქართველოში მუშაობს შეიძინა ახალი მეგობრები, გეცნო ქვეყნის მდიდარ ისტორიას და  ბევრი ლამაზი მოგონება დარჩა. მისი თქმით, კიდევ უფრო მეტს ამ მხრივ 2021-ში გააკეთებს.

ვიდეოს ბოლოს კელი დეგნანმა სანტასთან ერთად ყველას ქართულ ენაზე მიულოცა ახალი წელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი