დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, თუმცა კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე წელიწად-ნახევარი გაგრძელდება:
"ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა“ - ამბობს გამყრელიძე ვიდეომიმართვაში.
NCDC-ის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, ახალი წელი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ხალხმრავლობის გარეშე აღნიშნონ.
წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და ბახუსი, არა დიდი მობილობა და მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი - ამბობს გამყრელიძე
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავადაც კოვიდინფიცირებულია. მას კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.