
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა:
1. წლის ადამიანი: ქართველი ოპოზიციონერი (ამომრჩეველიც და პოლიტიკოსიც).
გაუგონარი გამბედაობის, სიმტკიცისა და თანმიმდევრულობისთვის.
2. წლის მებრძოლი: ქართული ოპოზიციური მედია.
3. წლის მოვლენა : ერთპარტიული პარლამენტი.
4. წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია.
ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის.
5. წლის იმედგაცრუება: კორონასთან მებრძოლი "სამი მუშკეტერი"
6. წლის გმირი: რიგითი ქართველი ექიმი.
7. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია
ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის.
8. წლის მთავარი (ჩამოურეცხავი) სირცხვილი - ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პოლიტიკური პატიმრობა (კარტოგრაფების საქმე)
9. წლის დამარცხებული: ქართული ფეხბურთი.
10. წლის გამარჯვებული: სიღარიბე - კაცობრიობის უდიდესი მტერი.