ტკივილის და დანაკარგის წლის მერე, ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი –ბაიდენის მილოცვა

გამოქვეყნდა:

აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტვიტერზე საახალწლო მილოცვა გაავრცელა და ყველას მოუწოდა, ტკივილიანი და დანაკარგიანი წლის შემდეგ, ხელახლა გავერთიანდეთ 2021 წლის ასაშენებლად.

"გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ, ერთ ღამეში არ გაქრება, მაგრამ როცა ახალი წლის დასაწყისისკენ ვიყურები სავსე ვარ იმედით, რომ უკეთესი დღეები მოვა. ტკივილისა და დანაკარგის წლის შემდეგ, გავერთიანდეთ, განვიკურნოთ და ხელახლა ავაშენოთ 2021 წელი" – ნათქვამია ჯო ბაიდენის საახალწლო მილოცვაში

 აქვე იხილეთ, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის წინასაახალწლო ინტერვიუ.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება და ის თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაიკავებს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი