დაპირისპირება თელავში - პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დააკავა

გამოქვეყნდა:

თელავში აქციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები პოლიციის შენობსათან კარვის გაშლას აპირებდნენ, რა დროსაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს გივი ცინცაძე. 

პოლიციამ აქტივისტებს კარავი დაუმტვირა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ დაკავებულ აქტივისტს არ გაათავისუფლებენ ადგილზე დარჩებიან. ისინი გზის გადაკეტვასაც აპირებენ.

პოლიცია აქტივისტებს არჩევანის წინ აყენებს - გივი ცინცაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, კარავი არ უნდა გაშალონ. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქტივისტები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ აქცია თელავში პირველ იანვარს "კარვების ინიცდენტის" გამოძიების მოთხოვნით გაიმართა. საქმე ეხება გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გაშლილი კარვებს, რომელსაც ახალი წლის ღამეს მანქანით შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქმე მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი