ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები თელავში აქციას მართავენ. მათ მსვლელობით გაიარეს ქუჩები და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები გუშინ, 1 იანვარს თელავში მომხდარ ინიციდენტს აპროტესტებენ, რომლიის დროსაც კარავში, სადაც აქტივისტები ღამეს ათევდნენ ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება. დანაშაულის ჩამდენი კი ხელისუფლებასთან დაახლოებული და გავლენიანი პირია. მათივე მტკიცებით, მფლობელმა ავტომობილი საჯარიმოდან გაიყვანა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ უკან დააბრუნებინა.
"უხალოეს დღეებში უნდა დაისაჯოს ეს კრიმინალი დეპუტატი, რომელიც შეუვარდა კარავში მძინარე ხალხს. ეს არის ტერორისტული აქტი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკა ნარსიამ.
აქტივისტები ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ, სანამ მათთან სასაუბროდ ვინმე არ გამოვა.
"მხოლოდ ღვითს წყალობით მოხდა, რომ არავინ არ არის დაღუპული, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენ გვქონდა ახალი წლის გამთენიისას", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დათო ნებიერიძემ.
კახა კვეკვესკირი და გიორგი მუმლაძე პოლიციის განყოფილებაში მოსალაპარაკებლად უკვე შევიდნენ. ჯერ უნცობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის მონაწილეები საუბრის შემდეგ.
ავტორი: ია გულიაშვილი.