
მთავარი არხის "პატარა ტრიუკი" ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატებს - ჩვენი გადამღები ჯგუფი პარლამენტში საკუთარი ე.წ კანონპროექტებით მივიდა და დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. მოულოდნელობა არ ყოფილა, რომ "ქართული ოცნების" წევრების უმეტესობა ჩანაფიქრს ვერ მიგვიხვდა და ვერ დაუშვა, რომ წელიწადში ერთხელ, შესაძლოა, "მთავარი არხის" ჟურნალისტიც ხუმრობდეს. აბსურდულმა კითხვებმა და კანონპროექტებმა ერთპარტიული პარლამენტი ჟანრის კრიზისში ამხილა.
უწყინარმა და სახუმარო კითხვებმა, ახლები დააბნია, ძველები კი გააღიმა. პარლამენტში, ისიც დეპუტატებთან, ცხადია, კანონპროექტებზე გვექნებოდა კითხვები, ოღონდ არარსებულსა და არასერიოზულზე. ტრადიცია, აქაც შევინარჩუნეთ, საახალწლო რეპორტაჟს უხუცესი პარლამენტარი ხსნის.
ბედის ირონიას აქაც ვერ გავექეცით. მაშინ როცა ერთი დეპუტატი კომპეტენციას გვიწუნებდა, მეორე დეპუტატი "ქართული ოცნების" ფრაქციის მთლად უფროსი, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრასა და კომპეტენტურ გადამზადებას მოითხოვდა:
არადა, გვინდოდა საახალწლო ფორმატში ბევრიც ესაუბრათ და უფრო ლაღებიც ყოფილიყვნენ. მეტი ღიმილი და ნაკლები აგრესია ჰქონოდათ. ბევრი ვეცადეთ, კიდევ უფრო ბევრი ვდიეთ, ველოდეთ, დაგვემალნენ, აღშფოთდნენ, მოკლედ - ერთფეროვან პარლამენტში იუმორიც ისეთი უფერო იყო, როგორც 2020-ის ერთპარტიული საპარლამენტო ცხოვრება.
ავტორი: დეა მამისეიშვილი