ვ. პუტინმა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან საზღვრის დადგენა მიხეილ პეტრაკოვს დაავალა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი მიხეილ პეტრაკოვი კასპიის ზღვაზე მოლაპარაკებებში პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშნა, მეორე ბრძანებით კი მას დაევალა დსთ-ს სახელმწიფოებთან, ასევე საქართველოსთან (ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, რომლებიც პუტინის ბრძანებაში ცალკე სახელმწიფოებადაა მოხსენიებული) საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია. 

ამ დრომდე ზემოთხსენებული სფეროს კურატორი იგორ ბრატჩიკოვი იყო, რომელიც 2020 წლის დეკემბერში სლოვაკეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი