კუდ-იდან სუს-ში - გორის უნივერსიტეტის უცვლელი რექტორის კომფორტი სახელმწიფოს ხარჯზე 

გამოქვეყნდა:

გორის საბავშვო ბაღების აიპის თანამშრომლის და გორის უნივერსიტეტის უცვლელი რექტორის, გიორგი სოსიაშვილის ავტომანქანას როგორც წესი მისი ვაჟი მართავს. 

მამა-შვილი რომ სახელმწიფო ქონებით ბევრს დადის, ამას საწვავის კოლოსალური ხარჯებიც მოწმობს.  

41,400 ლარი, ეს არის თანხა, რაც უნივერსიტეტმა სამი ავტომობილის საწვავში, 2019-2020 სასწავლო წლებში დახარჯა. 

გაცილებით პომპეზურად გამოიყურება ის პრემია-დანამატები, რომელიც გიორგი სოსიაშვილმა საკუთარ თავს და თანამშრომლებს გამოუწერა. დანამატმა ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა და 640,000 ლარი შეადგინა. 

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტს 2008 წლის შემდეგ მართავს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის წინა ხელისუფლების დროს მაშინდელი კუდ-ის კადრი იყო. ქვეყნის სათავეში "ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი პოლიტიკური შეხედულებები შეცვალა და სუს-ის დავალებების შემსრულებლის როლიც კარგად მოირგო. 

2018 წელს გორის უნივერსიტეტის რექტორობისთვის კახა ტოლიაშვილი იბრძოდა, თუმცა 7 კაციანმა აკადემიურმა საბჭომ, რომელიც სოსიაშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული, არჩევანი მისსავე პროტეჟეზე, ალექსანდრე მღებრიშვილზე შეაჩერა.

მღებრიშვილი დაკავებული თანამდებობიდან მალევე გადადგა და უნივერსიტეტის რექტორი მესამე ვადით, ისევ სოსიაშვილი გახდა.

სოსიაშვილი "მთავარის" კამერას გაურბის და სატელეფონო საუბარში ბრალდებებს უარყოფს.

​მაშინ როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, გიორგი სოსიაშვილი არც მივლინებებზე ამბობს უარს, რაშიც უკვე დახარჯა 45 570 ლარი. ამ კოლოსალური ხარჯების პარალელურად კი, უნივერსიტეტის 356 სტუდენტს სტატუსია შეჩერებული აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი