დღეს საქართველოს პარლამენტში ჩვენ სულ 73 მაჟორიტარი დეპუტატი გვყავს, თუმცა NDI-ს კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 70% არ იცის ვინც არის მათი მაჟორიტარი.
რა გვიჯდება მაჟორიტარი დეპუტატების შენახვა? ყველა მაჟორიტარს აქვს ბიურო რეგიონებში, სადაც 2 დან 12 მდე ადამიანია დასაქმებული. მხოლოდ მათი ხელფასები კი ხალხს 3,237,824.81 ლარი.
და ეს ყველაფერი არის, ამ მაჟორიტარების ბიუროებს, ხომ სჭირდებათ ფული ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად ბიუჯეტიდან კიდევ 4,397,760.00 ლარი ამაზე იხარჯება. ამას ემატება კიდევ 210 ათასი ლარი ქირის გული.
რას აკეთებენ მაჟორიტარები ამდენი ხარჯის ფონზე? მაგალითად 73 მაჟორიტარიდან 18-ს სესიაზე ხმა ერთხელაც არ ამოუღია, ანუ მთელი წლის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ?
რა არის დეპუტატების მთავარი საქმე? კანონშემოქმედებითი საქმიანობა თუმცა ეს არ იცის 18 მაჟორიტარმა დეპუტატმა. მათ გასულ წელს პარლამენტში არც ერთი კანონის ინიცირება არ მოუხდენიათ.