ხარის წელში დაბადებულები - ასტროლოგების რჩევები

გამოქვეყნდა:

წელს სწორედ თეთრი მეტალის ხარი ჩაანაცვლებს აღმოსავლური კალენდრით ვირთხის ნიშანს. ხარი  მიზნების მიღწევის, შრომისმოყვარეობის და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე 100-ჯერ დაფიქრდნენ და ერთხელ გაჭრან.

როგორები არიან ხარები, ვკითხეთ მათ, ვინც მისი ნიშნის ქვეშ დაიბადა. 

ტყუპები - აჩი და შოთი არველაძეები დარწმუნებულები არიან, რომ მისი თვისებები ნამდვილად აქვთ. 

ხარის წელშია დაბადებული მომღერალი დავით გომართელიც. დავითი თვლის, რომ ხარის თვისებები წარმატების მიღწევაში დაეხმარა და მომავალ წელზე პოზიტიური მოლოდინები აქვს.

ხარები პოლიტიკაში უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ. დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ ჩვეულებრივი ხარია და სხვა ხარისთვის დამახასიათებელი ნიშნით არ გამოირჩევა.

ირაკლი ოქრუაშვილი სულაც არ თვლის, რომ ვირთხის წელი მისთვის ცუდი იყო, სწორედ ამ წელს გათავისუფლდა საპყრობილედან. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება და მეტ წარმატებას მოუტანს. 

მიუხედავად საახალწლო და სახალისო კითხვებისა მთავარის კამერას მმართველი პარტიის ხარები მაინც თავს არიდებდნენ .

ისინი კი, ვინც არც ხარები არიან და ვერც ჰოროსკოპში ერკვევიან, მომავალ წელს დიდი იმედით ელოდებიან. დარწმუნებულები არიან, რომ ვირთხის უკვე ჩავლილ წელს ყველაფერში აჯობებს.

ახალ 2021 წელზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დიდ იმედებს ამყარებს და თვლის, რომ მშრომელი და ძლიერი ხარი წლის ბოლოს ქვეყანაში სიტუაციას დაალაგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი