მთელი წელი უქმეა, ჩამონგრეულია ეკონომიკა, რა უქმეებს აცხადებენ პანდემიისას – ეკონომისტები

გამოქვეყნდა:

2021 წლის პირველივე ორშაბათი ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო.

ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება საცალო ბაზარზე უკვე ავიდა 3 ლარსა და 30 თეთრამდე, ევროს ღირებულება კი 4 ლარი და 5 თეთრს გადასცდა.

მოსახლეობა პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ამბობს, რომ, ტარიფების გაუფასურება მათ მდგომარეობას ამძიმებს.

"ხალხს ისე უჭირს, ლუკმა–პური არ აქვს, ბევრისთვის არ დადგა ახალი წელი, ჩვენ მთავრობას ვთხოვთ, რომ ყველაფერი შეამცირონ", – ამბობენ მოქალაქეები

ეკომონიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ტარიფების ზრდას მოსახლეობისთვის რთულ შედეგები ექნება.

"რამდენიმე თვეა ძალინ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, 3 კვარტალია დიდი ეკონომიკურ ვარდნა გვაქვს, კომპანიები ძალიან ცუდ დღეში არიან, ტარიფის ზრდა გამოიწვევს ადამიანების კეთილდღეობის გაუარესებას", –ამბობს ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი. 

გარდა ამისა, ისინი აკრიტიკებენ 15 იანვრამდე დაწესებულ უქმე დღეებს და ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში უქმე დღეებს აზრი არ აქვს.

"მთელი ერთი წელია უქმე დღეებია, ამ კრიზისის ფონზე, ჩამონგრეულია ეკონომიკური სექტორი, რა დამატებით უქმეებს აცხადებ ამ პანდემიის დროს, სამუშაოები არ არსებობს და უქმეა ისედაც, ჩვენი ეკონომიკა შესულია კოლაფსში", – ამბობს ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი.

შეგახსენებთ, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა.

ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის საფასური 2021 წლის დადგომასთან ერთად გაიზარდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი