3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე/დასვენების დღეები ცხადდება. 

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ისევ არ იმოძრავებს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილი რჩება ღია ბაზრობებიც, რომელიც სავაჭრო ცენტრებისა და მოლებისგან განსხვავებით, საახალწლოდ არ გაიხსნა. მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მისცა და მკაცრად იყო აკრძალული მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვებოდა. 

დღეიდან კი, სავაჭრო ცენტრებიც გაურკვეველი დროით დაიკეტა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ თითქმის ლოქდაუნის გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა და კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა. 

  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე;
  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი