უცნობია, სად გაამგზავრებენ ოდესაში დაკავებულ ლავასოღლის - ის ვენების გადაჭრით იმუქრება

გამოქვეყნდა:

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სამართალდამცველები აპირებენ, რომ ოდესაში დაკავებული ე.წ.კანონიერი ქურდი, ლავასოღლი უკან, მინსკში გაამგზავრონ, თუმცა ის ვენების გადაჭრით იმუქრება.

მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი 2018 წელს საქართველოს მოთხოვნით ჯერ თურქეთში დააკავეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ის დროულად ვერ ჩამოიყვანა, რის გამოც თურქეთიდან ბელარუსში გაუშვეს. 

2020 წლის ივნისში ბელარუსში ჩასვლისთანავე ლავასოღლი ისევ დააკავეს. 18 დეკემბერს საექსტრადიციო პროცედურას ვადა ამოეწურა - საქართველო ვალდებული იყო ის ქვეყანაში დაებრუნებინა, თუმცა არც ამჯერად გამოუჩენიათ ინიციატივა. 

ზუსტი მიზეზი უცნობია, ბელარუსიდან რატომ გაამგზავრეს მინდია გორაძე უკრაინაში. 

მომხდარზე კომენტარს არც ოჯახი აკეთებს. 

"ყველა პროცედურა გავლილი და შეთანხმებული იყო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გადმოეყვანა ის, რადგან საქართველოს მოქალაქე და მისი ძებნილია. ვიცი, რომ გუშინ ბადრაგთან ერთად ციხიდან გამოიყვანეს, მივიდნენ აეროპორტში და ნეიტრალურ ქვეყანაში, უკრაინაში გაამგზავრეს", - ამბობს ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა აპირებს ლავასოღლის დეპორტს თურქეთში, თუმცა ადვოკატის განმარტებით, მინდია გორაძეს არც თურქეთში და არც ევროპის სხვა ქვეყანაში გაჩერების უფლება არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ოდესის აეროპორტში ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შესახებ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი