ახალი მხოლოდ გამყრელიძისთვისაა - ჯანდაცვის ექსპერტები კორონავირუსის ახალ შტამზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის არსებობას ლუგარის ლაბორატორიაში არ ადასტურებენ თუმცა, სფეროს ექსპერტების აზრით ქვეყანაში ვირუსის ეს მუტაცია ნამდვილად არსებობს და "ახალი" ის მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც მის აღმოსაჩენად არაფერი გაუკეთებია. 

"ახალი შტამი არ არის ახალი შტამი. ახალი შტამი არის გამყრელიძისთვის და ახალი შტამი არის იმათთვის, ვისაც არაფერი უკეთებია მის აღმოსაჩენად... საქართველო არ არის ამისთვის მზად, პანდემიის პერიოდში ჩვენ არაფრისთვის ვყოფილვართ მზად", - ამბობს გიორგი ჩალაძე, გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსუს ახალი შტამის საქართველოში გავრცელების შესახებ ინფორმაცია დეკემბერში გაჟღერდა. გუშინ კი ეპიდემიოლოგმა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის 3 საეჭვო შემთხვევიდან 2 არ დადასტურდა. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი