სისხლიანი ანგარიშსწორება საახალწლო სუფრაზე - აბაშის სოფელ სამიქაოში მეზობელმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილს, ზვიად დარსმელიძეს, საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, დამნაშავე - თემურ კაჭარავა კი მოგვიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა.
"არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ წარსულში", - ამბობს დაჭრილის დედა.
დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლები ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია