ლარის გაუფასურების პარალელურად რეკორდულად იზრდება სამომხმარებლო ფასები. 

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფომრაციით: 

  • ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - ფასმა 6,5%-ით მოიმატა;
  • რძის პროდუქტებზე - 4,2%-ით გაიზარდა; 
  • ხილი - ფასმა 3,8%-ით მიმატა;
  • ზეთი და სხვადასხვა სახის ცხიმი - 3,5%-ით გაიზარდა;
  • თევზეულიზე - ფასმა 1,9%-ით მოიმატა. 

გარემოვაჭრეები ადასტურებენ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში პროდუქტებზე ფასებმა განსაკუთრებით მოიმატა, რამაც გამოიწვია მომხმარებლის შემცირება. 

ოპოზიციაში კი, ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს აქვს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის გამოც მოსახლეობა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი დახმარებებებზე საუბრისას ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვს და ამბობს, რომ მმართველი პარტია უფრო გულუხვია მოსახლების მიმართ. 

"არასდროს არავის არაფრით დახმარებიხართ - არასდროს. წინა ხელისუფლების მედია საშუალება სვავს კითხვას, თუ ეხმარებით ადამიანებს. ამ ვითარებაში ის აუცილებლობა, რომ გაძვირებულიყო, რა საკვირველია ძალიან მძიმეა მაგრამ აუცილებლობაა, მაშინ, როდესაც სამი წელია ამ საკითხებთან დაკავშირებით თავს იკავებენ" - ამბობს ვოლსკი 

აქვე, ექსპერტების მოსაზრებების ეკონომიკურ კრიზისზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ლარი კი დღეს ისევ გაუფასურდა

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი