ესაა გაკოტრებული ბიზნესისა და მოსახლეობის ქვეყანა - პოლიტ-შეფასებები ეკონომიკურ კრიზისზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

მათი თქმით, არასწორმა პოლიტიკამ მოსახლეობა მეტად გააღარიბა, "ლოქდაუნმა" კი ისედაც მწირი სამუშაო ადგილების რაოდენობა სულ უფრო შეამცირა.

  • "ქვეყნის შიგნით აქტივობა შეჩერებულია, გარედან ინვესტიცია და ტურისტი არ შემოდის. ეს იწვევს ლარის კურსის ვარდნას. ხელისუფლება კიდევ შეჰყურებს, გარედან ვინ რას დაეხმარება. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან ცუდია, ვალი ვალად გვაწვება", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი. 
  • "პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რადგან მას არ აქვს ლარის კურსის სტაბილიზაციის გეგმა. ეს არის გაკოტრებული ბიზნესისა და მოსახლეობის ქვეყანა. პენსიონერებსაც კი ფასადურად მოუმატეს 20 ლარი და სინამდვილეში დააკლეს გაზრდილი ინფლაციის პირობებში", - ამბობს "ლელოს" წევრი, ლანა გალდავა.

თავის მხრივ, მმართველი გუნდი კრიზისის მიზეზად პანდემიად ასახელებს, კონკრეტული გეგმა კი ინფლაციიდან თავის დასაღწევად არ აქვთ. 

"სახელმწიფოს დახმარება დარჩება - 200 კილოვატამდე ვინც ხარჯავს და ახლა კიდევ სუბსიდირებას გავაკეთებთ", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

ექსპერტების მოსაზრებების ეკონომიკურ კრიზისზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი