ვადაგადაცილებული სესხები 570 მილიონი ლარია - მოსახლეობა ვალებს ვერ იხდის

გამოქვეყნდა:

ლოქდაუნის გამო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ შემოსავლის წყარო დაკარგა და შესაბამისად სესხის გადახდას ვერ ახერხებს. გამოკითხულთა უმრავლესობა  საჭმლის ფულსაც კი  გაჭირვებით აგროვებს და სესხის გადახდაზე ვეღარც კი ოცნებობს. 

საქართველოს მოსახლეობის 80%-ს სასესხო ვალდებულება აქვს. კრედიტ ინფოს მიხედვით.

საქართველოში სესხით სარგებლობს 1.8 მლნ-მდე ადამიანი და ჯამში ₾27 მლრდ-ის აქტიური სესხია გაცემული, მისო-ებში  ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა  18% -ია,  საბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი 5%-ს უდრის.

სახელმწიფო უწყებები არ აქვეყნებენ ზუსტ ინფორმაციას რამდენი ადამიანი ვერ ახერხებს სესხის გადახდას.

სებ-მა მხოლოდ ის თქვა, რომ  ნომებერში ვადაგადაცილებული სესხის მოცულობამ 570 მილიონი ლარი შეადგინა. 

შემოსავალის გარეშე დარჩენილი ადამიანები სესხებს ვეღარ იხდიან და როგორც წესი მათ წინააღმდეგ სასამართლო დავები იწყება. მათ ხშირად ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობაც არ აქვთ. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" შეზღუდვების დროს ათეულობით ადამიანმა მიმართა დასახმარებლად. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო მოქალაქეების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. 

გიორგი კეპულაძე წლებია საქართველოში ეკონომიკურ ვითარებას აკვირდება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა განსაკუთრებით კრიზისების დროს გამოჩნდა.

2021 წლისთვის მძიმე ვითარებას ვარაუდობენ ეკონომისტები, ასეთივე პროგნოზია სესხების დაფარვის ნაწილშიც. 

ადამიანების შემოსავლებმა იკლო, ამიტომ  საბანკო ვალდებულებების გადახდა კიდევ უფრო გაჭირდება.  

2020 წელს  მსესხებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4.7%-ით, ანუ 81,574 ადამიანით.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და თუ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა არ გატარდება, ქვეყანა სრული კოლაფსისკენ წავა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი