ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის წევრის სტატუსი უკვე აღარ აქვთ. ივანიშვილის გუნდმა გადაწყვეტილების მიზეზად ალიანსის საარჩევნო სია და პარტიიდან ცალკეული წევრების სურვილი დაასახელა, რომ მათ დეპუტატობა სურდათ.
ამ გადაწყვეტილებით ოცნება ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციას ცდილობს და ფორმალურად 4 ოპოზიციონერ დეპუტატს იმატებს.
ოცნების 90 წევრთან ერთად მალე სხდომათა დარბაზში დეპუტატის სავარძელს 4 ბიზნესმენი მოირგებს, პატრიოტთა ალიანსის დამფინანსებელთა რიგებიდან.
"ალიანსის" სიით პარლამენტში მანდატის მიღებას თავიდანვე თანხმდებოდა ავთანდილ ენუქიძე.
უფლებამოსილება შეწყვეტილების ადგილმონაცვლეები კი - გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი იქნებიან.
დავით ზილფიმიანი იმიტომ, რომ სიის რიგით მეექვსე ნომერი ნანა დევდარიანი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
"პატრიოტთა ალიანსი" ერთერთი ბოლო იყო რომლის სამმა წევრმაც უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ოცნების პარლამენტს მიმართა.
იქამდე ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პარტიებიდან შესული იყო 51 ოპოზიციონერის განცხადება, იგივე გზავნილით შეწყვეტოდათ დეპუტატის მანდატი.
51 ოპოზიციონერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები აქვს. ამბობენ, რომ ეს პროცესი შუამავალი ელჩების თხოვნით გადაიწევა იქამდე, ვიდრე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი არ გაიმართება.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ნებისმიერი ოპოზიციონერის მხრიდან მანდატზე დათანხმდება, ქართულ ოცნებაში შესვლას ნიშნავს.
ოცნების პოლიტიკური ვაჭრობა - დაითანხმოს მანდატების მიღებაზე ოპოზიცია სავარაუდოდ გაზაფხულამდე გაგრძელდება. განსაკუთრებით ინტენსიური კი ეს პროცესი იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში იქნება.