პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე, ლევან მგალობლიშვილი უკვე დეპუტატია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ადგილონაცვლედ ლევან მგალობლიშვილი დაამტკიცეს. საკითხს კენჭი რიგგარეშე სხდომაზე ცოტა ხნის წინ უყარეს. 

სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა, მგალობლიშვილის დეპუტატად უფლებამოსილების ცნობის საკითხს კი მხარი "ქართული ოცნების" 81-მა დეპუტატმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

გადაწყვეტილებას დარბაზში დეპუტატების ტაში მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუჩერდა, რაც საკუთარმა თანაგუნდელებმა ის პრემიერმინისტრად აირჩიეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი