ჩემს რძალს არ იცნობს, წავიდა სასიყვარული მესიჯების წერა – მკვლელობისთვის ბრალდებული მამულაძის ოჯახი

გამოქვეყნდა:

"ოცნების ქალაქში" მომხდარი მკვლელობის შესახებ, დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სასიყვარული sms-ები გახდა.

როგორც დაკავებული მამულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, მოკლული გიორგი ბოლქვაძის ბიძაშვილი, ბრალდებული მამულაძის ძმის ცოლს სასიყვარულო  sms–ებს წერდა.

"ამ ჩემს რძალს საერთოდ არც იცნობს, წავიდა სასიყვარულო მესიჯების წერა, ვიცი სახლში მარტო ხარო, შენი დედამთილ–მამათილი სად დადისო... "  – ამბობს ბრალდებულის დედა მზიური მჟავანაძე

მამულაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამულაძეები გიორგი ბოლქვაძის ოჯახში მივიდნენ, ბოლქვაძე და მისი მეგობრები კი მამულაძეებს თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მამულაძემ ცივი იარაღით ბოლქვაძე დაჭრა.

ბათუმში, "ოცნების ქალაქში" მკვლელობა მოხდა.

აქ მოვარდნენ, ჩალეწეს ფანჯრები... არ გამიყოლა, შენ სახლში იყავი და მოვალო - ბათუმში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი