მოგზაურობის ისტორია არ აქვს, კონტაქტია პირის, რომელიც მოგზაურობდა - იმნაძე ახალ შტამზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა ის იყო კონტაქტი ადამიანის, რომელსაც მოგზაურობის ისტორიაც ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ახალი შტამი საქართველოში გუშინ დადასტურდა.

"მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ მას ჰქონდა კონტაქტი მანამდე, სანამ ავად გახდებოდა, ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში, მიმდინარეობს მისი სეკვენირება. ის ადამიანი საქართველოში აღარ არის", - თქვა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ იზოლაციაში მყოფმა პირებმა 14 დღე უკვე გაიარეს და მოხსნილები არიან. მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანს კორონავირუსის ახალი შტამი დეკემბრის მეორე ნახევარში დაუდასტურდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი