საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაცია "მთავარმა არხმა" ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. ჯანდაცვამ კი დღის ბოლოს დაადასტურა, პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.

ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. მისივე თქმით, ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს

რა ვიცით COVID-19-ის ახალ ვარიანტზე.
 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი