
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ენერგოკომპანია ენერგოტრანსის დირექტორად ინიშნება.
თავად ზარდიაშვილს "მთავარ არხთან" საუბარი არ სურს და ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაცია, მის ნაცვლად დღეს დედაქალაქის მერმა, საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა. კახი კალაძემ თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელად სწორედ ენერგოტრანსის დღემდე მოქმედი დირექტორი, რომეო მიქაუტაძე წარადგინა. ენერგოტრანსის დირექტორის თანამდებობა ზარდიაშვილისთვის დღეს კალაძემ გაათავისუფლა.
ენერგო ტრანსი ქვეყნის მაშტაბით 290 კილომეტრ ელექტორგადამცემ ხაზებს ფლობს. ის იმ იმ სახელმწიფო კომპანიებს შორისაა, სადაც ჩინოვნიკები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ახლა კი ეს კომპანიაც და დირექტორის პოსტიც, პარლამენტიდან სკანდალით წასული ვანო ზარდიაშვილის საკუთრება გახდება.
ხელისუფლებიდან სკანდალით გაშვებული მაღალჩინოსნების მაღალანაზღაურებად თანამდებობზე დანიშვნა, ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაა. ასე მოხდა ყოფილი მთავარი პროკურორის შემთხვევაშიც რომელიც ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით სილქნეტში დაასაქმეს.
კომპანია, სადაც ზარდიაშვილს სარფიანად ასაქმებენ, ბარათაშვილის 2 ნომერში მდებარეობს. ამავე მისამართზეა საქართველოს ელექტროსისტემაც. ორივე სახელმწიფო კომპანია ფაქტობრივად ერთი და იგივე ფუნქციით მუშაობს და ორივე ხელფასების ყველაზე მაღალი ნიშნულით გამოირჩევა.
3 მილიონზე მეტი ხელფასი სწორედ ელექტროსისტემიდან წაიღო მისმა უკვე ყოფილმა მმართველმა სულხან ზუმბურიძემ.
შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლების ხელფასებზე საუბრობს. ქეთი ენუქიძე საკუთარი კვლევის საფუძველზე ამბობს, რომ ეს კომისია მმართველი გუნდის პარტაქტივის თავშესაფარია. მაგალითად კი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მოჰყავს.
ბექაური, რომელიც კომისიამდე ბიძინა ივანიშვილის ,,მე-9 არხს’’ ხელმძღვანელობდა, მარეგულირებელ კომისიაში 202 ათას ლარს იღებს. ბექაური მე-4 ადგილზეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანების ექვსეულშიც, რომელიც 1 წლის წინ გამოქვეყნდა.