ხორავას ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში ერთერთმა ბრალდებულმა, გიორგი ჯანაშიამ, რომელსაც პროკურატურა განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასჯელაღსრულების დაწესებულება, ვადაზე ადრე დატოვა.
ასევე, 29 დეკემბერს, სარალიძის მკვლელობის საქმისთვის, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა, სამმა მოსამართლემ აიცილა.
კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, ჯანაშიას ულტიმატუმი შეასრულა და შერჩევით სამართლიანობასთან გვაქვს საქმე.
"ხელისუფლებამ შეასრულა ჯანაშიას ულტიმატუმი, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, რამეთუ მან სავარაუდოდ დიდი ალბათობით, შეუთვალა ხელისუფლებას, რომ იგი აპირებდა მოეთხრო ნიუსის სახით თუ ვინ როგორ და რატომ, შეაცვლევინეს ჩვენება, რომელსაც თავდაპირველად იძლეოდა" – ამბობს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.