თურქი ბიზნესმენი, ნათიკ იუსუფი "მთავარ არხს" იმ გამოცდილებას უზიარებს, რაც მისმა ქვეყანამ კოვიდთან ბრძოლისას მიიღო.  

ახლა თურქეთში საზღვრებიც ღიაა და აეროპორტებიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

ტურისტების რაოდენობა მართალია შემცირებულია, თუმცა ვიზიტორები მის ქვეყანაში თავისუფლად ჩადიან. აეროპორტებში კოვიდტესტირება რამდენიმე წუთში ხდება. 

ასე თურქეთმა ტურიზმის ინდუსტრიის 50%-ზე მეტი გაკოტრებისგან გადაარჩინა.

საზღვრების გახსნას და ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველო ამ ეტაპზე არც განიხილავს. 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამტკიცებს, რომ ფრენების განახლების, ტურიზმის ამოქმედებისა და მასშტაბური ვაქცინაციის გარეშე ქვეყნის ეკონომიკა საბოლოოდ ჩამოიქცევა.

მას შემდეგ, რაც ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცა საქართველოში სასტუმროების უმრავლესობამ ეკონომიკურ წნეხს ვერ გაუძლო და დაიხურა. დაიხურა კვების ობიექტებიც.

იმისათვის რომ ეკონომიკა გადარჩეს, სპეციალისტები  მმართველ გუნდს ტურიზმის დახმარებას სთხოვენ.  ხელისუფლებას ურჩევენ იმ ქვეყნების მაგალითები გამოიყენონ, რომლებმაც კოვიდპანდემიის მიუხედავად ეს სფერო არ გაწირეს.   

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი