"ოცნება" მანდატებით ვაჭრობს - მეხუთე რაუნდის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული ხელისუფლების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ დღეს ისევ გაიმეორა რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე მივა, მაგრამ ოპოზიციას მთავარ მოთხოვნაზე ისევ უარს ეტყვის. ერთადერთი რაზეც ოცნება თანხმდება - ეს საარჩევნო რეფორმაა. 

მოლაპარაკებათა მაგიდაზე ამ დრომდე ერთადერთი ოთხპუნქტიანი მოთხოვნების დოკუმენტი დევს, სადაც ოპოზიციამ დეტალურად გაწერა, რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. მთავარი სწორედ რიგგარეშე არჩვენების ჩატარება და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაა. 

მეხუთე რაუნდის გამართვამდე კი "ოცნება" დროს არ კარგავს და მანდატებით ვაჭრობას განაგრძობს. 

ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანას გაზაფხულზე არა ერთპარტიული, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. ვისთან მართავენ კონსულტაციებს არ აკონკრეტებენ, მაგრამ სავარაუდოდ ოცნებას იმ პარტიების იმედი აქვს ვისაც ცესკოში საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ასეთი კი ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" და "გირჩები" არიან. 

ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებმა" დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ორად გამოყოფილი "გირჩებიდან" კი ორივე ამტკიცებს რომ "ოცნება" მათთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ მართავს და არც პარლამენტში შესვლას აპირებენ. 

ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის დღეს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება "ოცნებამ" დაჩქარებული წესით ცნო. 

ავთანდილ ენუქიძესთან ერთად, ალიანსიდან დეპუტატის მანდატი უკვე მიიღეს ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ. 

ვინ იქნება შემდეგი? "ოცნებას" იმედი აქვს რომ მანდატებით ვაჭრობის მორიგი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის და მალე პარლამენტი ოპოზიციონერი წევრებით შეივსება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი