აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც ქვეყნის მეტალუგიულ სფეროს ეხება. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, შეზღუდვები 17 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს დაუწესდა. 

„ირანის რეჟიმი მეტალურგიული სექტორიდან მიღებულ შემოსავალს იმ ქმედებების დასაფინანსებლად იყენებს, რომელიც მსოფლიოში დესტაბილიზაციას იწყვევს", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მომავლის გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ შტატები ირანს სანქციებს იქამდე დაუწესებს, სანამ არ შეცვის ქვეყნის რეპრესიებსა და შიშზე დამყარებულ პოლიტიკას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი