ბათუმში, კომპანია "სტარს" ტრაქტორი წაართვეს, თანამშრომელს კი სცემეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში ინერტული მასალების მომპოვებელ კომპანია “ სტარს” კუთვნილი ტრაქტორი ერთ- ერთმა ადგილობრივმა წაართვა, კომპანიის წარმომადგენლებს კი სცემა.

"მთავარის" ინფორმაციით, იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დაკავებულია ბიზნესმენების რეკეტით და მსგავს მეთოდებს იყენებს, ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი შ.-ბიძეა. კომპანიის იურისტების განცხადებით, მას ჰყავს დაჯგუფება, რომლითაც ატორორებს ბიზნესმენებს და მათგან წილს ითხოვს. მათივე თქმით, ამის შესახებ იციან სამართალდამცავებმა, თუმცა რეაგირება არ არის.

ასევე "თავარის" ინფორმაციით, ირაკლი შ-ძე შემოსავლების სამსახურში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ძმაა, რომელიც მის საქმიანობას "კრიშავს" და ძმას ხელს აფარებს .

კომპანია "სტარის" ხელმძღვანელებმა პოლიციას მიმართეს დახმარებისთვის, თუმცა ამ დრომდე საქმეზე რეაგირება არ მომხდარა. 'მთავარი" დაუკავშირდა თავად ირაკლი შ.-ძეს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი