საქართველოში, ქსნის კოლონიაში, კორონავირუსით პირველი პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ადვოკატები საუბრობენ, თუმცა, პენიტენციური სამსახური ინფორმაციას არ ადასტურებს.
ერთერთი ადვოკატის განცხადებით, ერთი პატიმარი გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ბედი ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ინფიცირებულ პატიმართა რეალურ რიცხვს მალავს.
თავად სასჯელაღსრულების ადგილებში კომენტარს არ აკეთებენ და მედიას პრესცენტრში ამისამართებენ.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ხოლო ბოლო ინფორმაციით, ქალთა კოლონიაში ვირუსი 23 პატიმარს დაუდასტურდა.