COVID-19-ით პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის ციხეში პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მას სიცრუეს უწოდებს.

"ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს - "ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!"

ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობს მსჯავრდებულს, რომლის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ა.გ. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, 1-ლ იანვარს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, 1 იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი, კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა..."

შეგახსენებთ, რომ პატიმრის გარდაცვალებაზე ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა. მისივე ცნობით, მსჯავდებულის ოჯახს დაშინების გზით მომხდარზე საუბარს უკრძალავენ.

ცნობისთვის, ქალთა N5 ციხეში, 23 პატიმარს კორონავირუსი 3 იანვარს დაუდასტურდა და ისინი ციხის საკარანტინე ზონებში იმყოფებიან - ამაზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება დღეს გაავრცელა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი