"მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორgი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე ბრადებული, ვასამბეგ ბოკოვის, იგივე მაგომედ გუციევის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს, 6 იანვარს დაიწყო. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
მან სასამართლოზე თქვა რეპლიკა "რაც ჩეჩნეთში/ჩეჩნებში ხდება, ჩეჩნეთში რჩება". ამ ფრაზის შემდეგ გუციევმა თქვა, რომ მოწმესთან კითხვები არ ჰქონდა. ადვოკატებია ცხადებენ, რომ ბოკოვის, იგივე გუციევის აზრით, ეს ყველაფერი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება.
"ბრალდებულის პოზიციაა, რომ ის არის გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი, ის საერთოდ არ ცნობს თავს დამნაშავედ არცერთ წაყენებულ ბრალდებაში, თვლის რომ მსხვერპლია გარკევული ჯგუფების ინტერესების, კონკრეტულად მე ვერ ვიტყვი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი", - თქვა ადვოკატმა, ალექსი შიშიკელაშვილმა.
მისი თქმით, მომავალი აჩვენებს საქმეზე ხელისუფლების ინტერესებია თუ ოპოზიციის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა პირველი მოწმე, ჰასან ხალიდოვი, რომელმაც თქვა, რომ კადიროვის ხელისუფლების წარმომადგენლები მას და მის ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ რა ეთქვა სასამართლო პროცესზე და რომ ბოკოვის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.
სხდომაზე, ასევე, გამოიკითხნენ ექსპერტები, ბრალდების მხარის მოწმეები, გამომძიებლები. არსებითი განხილვა საქმეზე 22 იანვარს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.
აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.