ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილი საფრაგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენი მიანიჭა. ამის შესახებ საფრანგეთის მიერ 2021 წლის პირევლი იანვრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი ყოფილი პრემიერი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელია. როგორც საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, "წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს".

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ულოცავს.

"ჩემთვის სასიამოვნოა ინფორმაცია თქვენთვის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მონიჭების შესახებ, რაც გულწრფელად მიხარია და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ. ეს პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას, თქვენი თავდადების ხარისხს დემოკრატიის სამსახურში და, ასევე, თქვენს სიყვარულს საფრანგეთისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და, ასევე, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ წელსაც. მსურს, დაგარწმუნოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გულწრფელობაში",- ნათქვამია მილოცვაში.
 

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პირველ ლედისა და სხვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი