მთავარი ოპოზიციური პარტია მთავარი პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისთვის ემზადება. გაყალბებული არჩევნების, მიტაცებული ხელისუფლებისა და ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პარტიაში დიდი განახლების დროა. რადგან ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისთვის, პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკა შესაცვლელია.
ქართული ოცნების ლიდერები კი თავის ამომრჩეველს სულ სხვა რეალობაზე უყვებიან.
ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებს იმავეს, რასაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ივანიშვილის არაერთი თანაგუნდელი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თვითგანადგურების პროცესია დაწყებული.
ვის არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და რომელი ოპოზიციური პარტია მიაჩნია ოცნებას თავისიანად - ეს ირაკლი კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია.
მაგრამ ყველაზე მეტად რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის შედეგები აწუხებთ, ეს უმრავლესობის ლიდერს არ დაუმალავს. ნაციონალური მოძრაობაშიც დღეს ივანიშვილის თანაგუნდელებს სწორედ მათი შედეგები შეახსენეს, თუნდაც ცესკო-ს მიერ ტოტალურად გაყალბებული არჩევნებიდან.
მოლოდინის შექმნის ნაცლად რომ ოპოზიცია განადგურდება, ივანიშვილის გუნდს პოლიტიკური პარტიები ურჩევენ, გაყალბებული არჩევნების გამო ქვეყნაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
როგორ განვითარდება ქვეყნაში პოლიტიკური პროცესები გაზაფხულზე, იანვრის ბოლოს გამოიკვეთება. როდესაც ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მრავალჯერ გადადებული მეხუთე რაუნდი გაიმართება.