
საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულს ბიძინა ივანიშვილს თეა წულუკიანი ულოცავს. უისტიციის ყოფილი მინისტრი და ახლა ერთპარტიული პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ოლიგარქს თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე დიდ მეცენატს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსთვის ივანიშვილის დაჯილდოება დიდი აღიარებაა:
"ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს... ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. პირველ რიგში, საქართველოს მინდა მივულოცო ეს ჯილდო, და ასევე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა" - ამბობს წულუკიანი.
შეგახსეებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოლიგარქი ივანიშვილმა პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა .
ამავე თემაზე: