შოკირებული ვარ უპატივცემლობით, რაც დღეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოავლინა ჩვენი ინსტიტუციების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართ - ბუში

გამოქვეყნდა:

კაპიტოლიუმში შეჭრას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გმცხადებით ეხმაურება და ამბობს რომ "ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი" პატივს არ სცემს აშშ-ს ინსტიტუციებს.

ბუშს სახელები და გვარები არ უხსენებია:

“ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევებით შეძრწუნებული ვარ, ასევე დღეს  ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით.

კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა",-  ვკითხულობთ განცხადებაში.

პრეზიდენტი ბუში ასევე წერს, რომ მსგავსი ამბოხი აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. 


შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დღეს ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.  არეულობის დროს დაჭრილი ქალი კი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი