ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ დაწყებულ პროტესტთან და შემდეგ კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით, ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის "დემოკრატი" წევრის ილჰან ომარის განცხადებით, იწყებს მუხლების მზადებას ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად.
"ვიწყებ მუხლების მომზადებას იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი უნდა გადააყენოს წარმომადგენელთა პალატამ და ამერიკის სენატმა გააძევოს ოფისიდან. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის შენარჩუნების საკითხი და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ფიცი", - წერს ილჰამ ომარი.
ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით, შეუართდა კიდევ ერთი "დემოკრატი" მადლენ დინი, "იმედი მაქვს, რომ ეს [შესაძლებელია]", - თქვა პენსილვანიის პარლამენტარმა CNN–ზე საუბრისას.
"... მე ვფიქრობ, რომ ამ პრეზიდენტმა აჩვენა საკუთარი თავი დღითიდღე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, რომ ისარის არასტაბილური და უვარგისი. ამ სამარცხვინო პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, იმედი მაქვს, რომ 25-ე შესწორების მოწოდებას შევძლებთ, თუ არა ახლა, მაშინ როდის გავაკეთებთ ამას?!" - თქვა მან.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება. ამავე დღეს დადებს პრეზიდენტობის ფიცს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. აქვე შეგახსენებთ, რომ კონგრესში განახლდა ერთობლივი სხდომა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.