სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმრებთან დაკავშირებით რაიმე საგანგებო ზომებისთვის არ მიუმართავთ და არც პატიმრები გადაუყვანიათ სხვაგან, მაგრამ ხელისუფლების მტკიცებას, რომ თითქოსდა წარმატებით ებრძვის პანდემიას, ეწინააღმდეგება "მთავარის" ხელთ არსებული ინფორმაცია: არხს დაუკავშირდა ერთერთი ციხის პატიმარი, რომელმაც განაცხადა, რომ ციხეებში არც პირბადეებია და არც თერმომეტრები, რომ ტემპერატურა გაიზომონ.
"ძალიან ცუდადაა საქმე, ეს მინდოდა გაეგო ხალხს, სიცხეები აქვს უამრავ პატიმარს, არც თერმომეტრებია სიცხე რომ გავიზომოთ, არც პირბადეები, ეს დასაწვავი ხალხი რანაირად ამბობენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რა ყველაფერი კარგადაა, ექიმი არაა, წამალი არაა, არაფერი არ არის, ოთხ ნომერზე ვრეკავ, ოთხივე გათიშულია, - ამბობს პატიმარი "მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.
ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები გეგუთიდან სწორედ ვირუსის უკონტორლო და მასობრივი გავრცელების გამო გადაჰყავთ.
პენიტიენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დანამდვილებით ისევ ვერ აკონკრეტებს - რამდენი კოვიდ პაციენტი ჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ამ დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად, ქალთა კოლონიაში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 35-დე გაიზარდა, ინფიცირებულ პარტიმრებთან ერთ საკანში კი სხვა პატიმრებიც არიან ჩაკეტილები.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით პენიტენციურ სისტემაზე აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის საფუძველი არ არსებობს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.