იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში დეზინფორმაცია ვრცელდება. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"მინდა ყველა დაგამშვიდოთ, იმოტომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორ ექვემდებარებოდა აქამდე. ყველა კონტროლის მექანიზმი რაც იყო და ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდ ვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა", - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური ტესტირება, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. მისი თქმით, პირველ რიგში, ამას დაექვემდებარა არასრულწლოვანთა დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი უარყოფითი იყო, შემდეგ ქალთა დაწესებულებაში ჩაატარეს PCR ტესტირება სადაც 23 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. ლორთქიფანიძის თქმით, თანამოსაკნეები გადაყვანილები არიან იზოლაციაში.
ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ არავითარი საფუძველი აჟიოტაჟისა და დეზინფორმაციის არ არსებობს.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.