საპატრიარქომ ჯერ თქვა, რომ თეთრუაშვილს COVID-19 აქვს, ახლა აცხადებს, რომ PCR-ის პასუხი ხვალ იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. საპატრიარქომ მედიასთან ჯერ დაადასტურა, რომ თეთრუაშვილი ინფიცირებული იყო, შემდეგ კი ეს ინფორმაცია უარყო. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერანტს გუშინ ღამით კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა.

"აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი", - წერია განცხადებაში. 

3 დღის წინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შორენა თეთრუაშვილი ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე, სხვა პირებთან ერთად პატრიარქის სიახლოვესაა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, რომელსაც ტექსტსაც, როგორც წესი, მდივან-რეფერენტი ამოწმებს. 43 წლის განმავლობაში პირველად ის ილია მეორემ საშობაო წირვაზე არ წაიკითხა და მოკლე მიმართვით შემოიფარგლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი