ბაღდადის სასამართლომ, დონალ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა, ერაყელი ჯარისკაცის აბუ მაჰდი ალ–მუჰანდის სიკვდილისთვის, რომელიც 3 იანვარს, აშშ–ის დრონით, ირანელ გენერალ ყასემ სულეიმანთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით მოკლეს.
ბაღდადის სასამართლოს თქმით, გადაწყვეტილება მოსამართლემ აბუ მაჰდი ალ–მუჰანდის ოჯახთან გასაუბრების შემდეგ მიიღო, საქმის წინასწარი გამოძიება სასამართლოში დასრულდა, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება: "გამოძიება გრძელდება რომ ფარდა ავხადოთ სხვა დამნაშავეებსაც ამ საქმეში, ერაყელები იქნებიან ისინი თუ უცხოელები" – თქვა მოსამართლემ.
თავად ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის კი, ტრამპის დაკავების ბრძანება ირანმა ჯერ კიდევ ივნისში გასცა და ინტერპოლს მისი წითელი ცირკულარით ძებნა მოთხოვა, რაც ჯერ არ შესრულებულა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 4 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით ირანელი გენერალი, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ყასემ სულეიმანი მოკლეს, რასაც ირანში საპროტესტო აქციები და აშშ–ის მისამართით მუქარა მოჰყვა. ამერიკის მოქალაქეები პრეზიდენტმა ტრამპმა ირანიდან გამოიხმო.
2021 წლის მოახლოებასთან ერთად, სულეიმანის წლისთავიც ახლოვდება და აშშ–ში ირანიდან საფრთხეს ისევ ელიან.