როგორ გამდიდრდნენ ფარცხალაძე, ჭიკაიძე და იზორია - TI კვლევა

გამოქვეყნდა:

საეჭვო გამდიდრების სავარაუდო კორუფციის სქემა - როგორ გამდიდრდნენ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, "სამართლიანმა არჩევნებმა" კვლევა ჩაატარა და მის ფოკუსში შს ყოფილი მინისტრი ლექსო ჭიკაიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მოხვდნენ. 

"ჩვენ, ძირითადად, აქცენტი გვაქვს მაღალი დონის კორუფციაზე, სადაც ჩართული არიან მაღალი თანამდებობის პირები, ვიყენებთ საჯარო ინფორმაციას და ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ საეჭვო კორუფციული შემთხვევები. ამ ეტაპზე გამოიკვეთა რამდენიმე კორუფციული სქემა", - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი.

"ქართული ოცნების" როგორც ამ სამი ყოფილი მაღალჩინიოსნიოს, ასევე, სხვა წარმომადგენელთა საეჭვო გამდიდრების შესახებ არაერთხელ მოუმზადებია სიუჟეტი "მთავარ არხსაც", მაგრამ ამას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი